пятница, 15 мая 2015 г.

ბლოგის შექმნის მიზანი:
ბლოგის შექმნის მიზანია  შუა საუკუნეებთან დაკავშირებული სასწავლო რესურსების, პროექტების,  თემის სწავლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის და .. კოლეგებისთვის გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, რათა საინტერესო და პროდუქტიული გახდეს სასწავლო პროცესი.
აღსანიშნავია,რომ სწავლა-სწავლების პროცესი მნიშვნელოვნად ეფექტურია მაშინ,როდესაც იგი მოსწავლის  კვლევითი ინტერესებისკენ არის მიმართული. ამგვარად აგებული სასწავლო პროცესი მოსწავლეს უვითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას,ინფორმაციის მოპოვების,პრობლემათა გადაჭრისა და კომუნიკაციის უნარებს.მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობისათვის საჭირო მიმართულების მიცემა,საკუთარი შესაძლებლობების,როგორც შემოქმედებითი მუშაობის სტიმულის, რწმენის ჩანერგვა.

 შევეცადე,ბლოგზე ჩემი მუშაობა მაქსიმალურად დეტალურად განმეხილა. ვცდილობ, კოლეგებს გავუზიარო ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი  მასალები სასწავლო პროცესისთვის, ასევე, მივიღო შენიშვნები, რჩევებისაჭიროების შემთხვევაში დავეხმარო მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში მთავარია ურთიერთთანამშრომლობა, რათა აღვზარდოთ XXI საუკუნის წარმატებული მოქალაქე.

                                                          გამოკითხვა





შუა საუკუნეები — ძველი მსოფლიოს ისტორიის დასასრულსა და ახალი ისტორიის დასაწყისს შორის მოქცეული ათი საუკუნე.
ტერმინიშუა საუკუნეებისათავეს იღებს ადრეულ ახალ დროში (XVIII საუკუნემდე), როდესაც ჰუმანისტმა მეცნიერებმა ისტორიულ ეპოქას ანტიკურობის დასასრულიდან მის აღორძინებამდეშუა“, ასევებნელი საუკუნეებიუწოდეს. ჰუმანისტები მსოფლიო ისტორიას სამ ნაწილად ყოფდნენ: ძველი, შუა და ახალი ისტორია. მსოფლიო ისტორიისსამწევროვანიდაყოფა ისტორიკოსთა უმრავლესობამ გაიაზრა, მაგრამ ისინი ერთსულოვანნი არ იყვნენ ამ პერიოდიზაციის კონკრეტულ მიჯნების განსაზღვრისას. ერთნი ფიქრობდნენ, რომ ძველი ისტორია მთავრდება და შუა საუკუნეები იწყება ქრისტიანობის ლეგალიზაციით, მილანის ედიქტით (313 წელი); ზოგიერთი მათგანი ძველ ისტორიას ამთავრებდა ალარიხის მიერ რომის აღებით (410 წელი). მაგრამ ისტორიკოსთა უმრავლესობა ძველი ისტორიის დასასრულად და შუა საუკუნეების დასაწყისად დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა (476 წელი), შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად კი XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისს მიიჩნევს. ამ ორ ეპოქის წყალგამყოფად ძირითადად სამი თარიღი სახელდება: თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღება (1453 წელი), დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები (1492 წლიდან) და რეფორმაცის დასაწყისი გერმანიაში (1517 წელი). სამივე თარიღი მეტად მნიშვნელოვანია.


შუა საუკუნეების შიდა პერიოდიზაციაც სამ ძირითად ეტაპად იყოფა, რომლებიც ერთმანეთისაგან სოციალ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების ხასიათით განსხვავდებიან. პირველი, ადრეული შუა საუკუნეების პერიოდი იწყება V საუკუნის დასასრულით და 1000 წლამდე გრძელდება. ეს არის ხახლთა გადასახლების, ფეოდალიზმის საზოგადოებრივ სისტემად ჩამოყალიბების, ბარბაროსული, ადრეფეოდალური სამეფოების წარმოქმნის დრო. კულტურის დროებითი დაცემა თანდათანობით აღმავლობად იცვლება, რაშიც გადამწყვეტი როლი ქრისტიანულმა ეკლესიამ შეასრულა. მეორე, განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდი (1000-1300 წლები), ესაა ფეოდალური ურთიერთობის აყვავების ხანა. მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ქალაქების მასიური ზრდა, მათში თვითმართველობის გაჩენა, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის განვითარება, თავისუფალი მოქალაქეობის ჩამოყალიბება. ამ პერიოდში ძლიერდება ეკლესიის გავლენა. მესამე, გვიანდელი შუა საუკუნეების ხანაში(XIV-XV საუკუნეები), მზადდება ნიადაგი ახალი დროისათვის. ეს პერიოდი ხასიათდება ახალი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებით, მნიშვნელოვანი სამეცნიერო და ტექნიკური მიღწევებით, ქალაქის სამეურნეო სისტემაში წინარეკაპილატალისტური ურთიერთობის ელემენტების განვითარებით. ესაა აგრეთვე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დასაწყისი.